33 წლის პოლონელი შემტევი იაკუბ ბლაშიკოვსკი თავისი ყოფილი კლუბის გადასარჩენად გერმანიის ჩემპიონატი დატოვა და პოლონურ "ვისლაში" გადავიდა, რომელიც ფინანსურად თითქმის გაკოტრებულია. ბლაშიკოვსკის მიზანია, რომ კლუბი გაბანკროტებისგან უნდა იხსნას.
ბლაშიკოვსკიმ "ვისლას" 300 000 ევრო გადაურიცხა და კლუბში მისი ხელფასი 100 ევრო იქნება. შემტევმა "ვისლასთან" 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.
იაკუბი "ვისლაში" თავისი კარიერის დასაწყისში 2004/07 წლებში თამაშობდა.