კალათბურთი

12:15 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გასოლი "ტორონტოში" გაცვალეს

34 წლის ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი კარიერას "ტორონტოში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ტორონტომ" და "მემფისმა" კალათბურთლები გაცვალეს. "დათვებმა კანადურ კლუბში მარკ გასოლი გაუშვეს, სანაცვლოდ იონას ვალანჩუნასი, დელონ რაიტი და სი ჯეი მაილზსი მიიღეს.

მარკ გასოლმა "მემფისის" მაისურით 769 შეხვედრა ჩაატარა. კლუბის ისტორიაში ესპანელს ყველაზე მეტი 11 684 ქულა აქვს ჩაგდებული, 5 942 მოხსნა, 1135 ბლოკ-შოტი.

0.122106