ფეხბურთი

10:17 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი: „სიტყვები არ მყოფნის სალაზე ფიქრისას“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, თავის „ტვიტერში,“ პოლიციის მიერ „კარდიფის“ თავდამსხმელის, ემილიანო სალას გარდაცვალების დადასტურების შესახებ, თავისი დამოკიდებულება გამოხატა.

„სიტყვები არ მყოფნის სალაზე ფიქრისას, ძლიან სამწუხაროა. ფიქრები და ლოცვები მისი და პილოტის ოჯახებისკენ მიდის. ღმერთმა გაცხონოს ემილიანო.“

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სალა „ნანტიდან“ „კარდიფში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა, უელსური კლუბისთვის სარეკორდო 15 მილიონ გირვანქად.

21 იანვარს, საღამოს, ფეხბურთელი კერძო თვითმფრინავით ნანტიდან კარდიფში გაფრინდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. დაფრენამდე ერთი საათით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. მისი ძებნა გუშინდლამდე გრძელდებოდა. წუხელ კი, პოლიციამ მისი გარდაცვალება დაადასტურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124039