News

9:04 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარტომეუ: „ბარსელონა“ მესის წასვლისათვის უნდა შევამზადოთ“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ, ჟურნალისტებს კლუბის განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა.

„ვიცი, რომ ერთხელაც მესი იტყვის, კარიერას ვასრულებო. ამიტომ კლუბი სამომავლოდ უნდა შევამზდოთ. ბოლო დროს, გუნდში შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები მოვიდნენ. ეს ძალიან კარგია. უნდა გავაგრძელოთ კლუბის დიდი ისტორია. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.

„ბარსელონაში“ ჩემს მოვალეობებს კიდევ ორი წლის განმავლობაში შევასრულებ და მინდა კლუბი კარგ მდგომარეობაში დავტოვო.“ - უთხრა ბარტომეუმ BBC-ს.

შეგახსენებთ, რომ 22-ე ტურის შემდეგ, „ბარსელონა“ ესპანური პრიმერას ლიდერია.

0.101846