სხვა

2:10 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გუჩმაზოვა ბარსელონაში მსოფლიო თასში ჩაებმება

დღეს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მსოფლიო თასი დაშნით ფარიკაობაში TROFEU INTERNACIONAL CIUTAT DE BARCELONA აიღებს სტარტს. შეჯიბრში 280 მოფარიკავე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრი მაია გუჩმაზოვა.

ჯგუფური ეტაპი საქართველოს დროით 12:30-ზე დაიწყება, ინდივიდუალურ პირველობაში გამარჯვებულები და პრიზიორები კი შაბათს, 9 თებერვალს გამოვლინდებიან.
ბარსელონაში შეხვედრებს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ირინა ფეიქრიშვილი იმსაჯებს.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.115812