ჩოგბურთი

23:30 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელთა მეორე მარცხი

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში მე-2 მატჩიც წააგო. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელები შეჯიბრის საწყის დღეს სერბეთთან 1:2 დამარცხდნენ, დღეს კი, იგივე ანგარიშით ხორვატიასთან წააგეს.

შერკინების სასტარტო დაპირისპირება მარიამ ბოლქვაძემ (312-ე) ანა კონიუხთან (547-ე) 4:6, 3:6 წააგო. მდგომარეობა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ (151-ე) გამოასწორა, რომელმაც იანა ფეტს (262-ე) აჯობა – 4:6, 6:3, 7:5.
შედეგად, ყველაფერი წყვილებში გადაწყდა, სადაც გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა კონიუხსა და დარია იურაკს ვერ გაუმკლავდნენ – 5:7, 1:6.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს პლეი-ოფში თამაშის შანსი დაკარგა და ახლა, I ჯგუფში დასარჩენად უნდა იბრძოლოს.
ქართველ ჩოგბურთელებს გადამწყვეტი შეხვედრა 8 თებერვალს თურქეთთან ელით, რომელსაც B ჯგუფში ასევე ორივე მატჩი წაგებული აქვთ.

0.111739