ფეხბურთი

21:56 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "სულშერმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელობა დაიმსახურა"

"ფულჰემის" დამრიგებელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ ულე გუნარ სულშერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სრულფასოვანი კონტრაქტი დაიმსახურა.

"ამ მომენტისთვის იგი კონტრაქტს იმსახურებს. მან აჩვენა, რომ ფეხბურთელები მას უგებენ. "მანჩესტერ იუნაიტედი ფიქოლოგიურად შეიცვალა. მახსოვს მისი ასპარეზობა "ჩელსის" წინააღმდეგ, ფანტასტიკური მოთამაშე იყო. ახლა მისი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ნორვეგიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედში" დროებით მწვრთნელად მუშაობს. სულშერის ხელმძღვანელობით გუნდმა ათი მატჩიდან ცხრა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ამ დროისთვის "წითელი ეშმაკები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 48 ქულით მეხუთე ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ "ჩელსის" ორი ქულით ჩამორჩებიან.

0.111489