ფეხბურთი

18:43 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულისა" და "მილანის" ლეგენდების მატჩი - კალაძე, მალდინი, ოუენი, კაკა და სხვები

23 მარტს, ლივერპულში, „ენფილდ როუდზე“ საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართება „ლივერპულსა“ და „მილანს“ შორის. დღევანდელი ფორმაციის გუნდები არა, ვეტერანები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. აღნიშნულ ინფორმაციას „წითლების“ ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.

უფრო სწორად, „ლივერპულისა“ და „მილანის“ ლეგენდები. ძირითად ის ფეხბურთელები არიან სიაში, რომლებმაც ამ გუნდების ღირსებას 2005 და 2007 წელს იცავდნენ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ „მილანის“ ლეგენდებში მიწვეულია კახა კალაძეც. ორივე გუნდის სრული შემადგენლობა კი შემდეგნაირია:

„ლივერპულის“ ლეგენდები

სანდერ ვესტერველდი, ირჟი დუდეკი, სამი ჰიიპია, ჯეისონ მაკატერი, ბიორნ ტორე კვარმე, ალან კენედი, ჯიმი ტრაორე, დანიელ აგერი, ჯეიმი კარაგერი, გლენ ჯონსონი, პატრიკ ბერგერი, სტივ მაკმანამანი, ვლადიმირ შმიცერი, სალიფ დიაო, ლუის გარსია, რობი ფაულერი, იან რაში, ჯონ ოლდრიჯი, ჯიბრილ სისე, დირკ კუიტი, მაიკლ ოუენი.

„მილანის“ ლეგენდები

კრისტიან აბიატი, მასიმო ამბროზინი, დანიელე ბონერა, მარკო ბორიელო, კაფუ, დიდა, ვალერიო ფიორი, მარკო სტორარი, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, ჯუზეპე ფავალი, დარიო შიმიჩი, მასიმო ოდო, ჯუზეპე პანკარო, პაოლო მალდინი, კახა კალაძე, იაპ სტამი, ალესანდრო ნესტა, სერჟინიო, ჯენარო გატუზო, ანჯელო კარბონე, კაკა, ანდრეა პირლო, მანუელ რუი კოშტა, ალბერტო ჯილარდინო, ფილიპო ინძაგი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127367