ბათუმში აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე 33 დელეგატიდან 28 ხმით პრეზიდენტად 4 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს სალომე მელია. ასევე აირჩიეს გამგეობის წევრებიც.
სალომე მელია
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი;
ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი;
2015 წლის ქალთა შორის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული;
ევროპის გუნდური ჩემპიონატების პრიზიორი;
ევროპის საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული ბათუმის "ნონა"-ს შემადგენლობაში;
სპორტის რაინდი;
საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე) შშმ კომისიის წევრი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური