საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში მე-2 მატჩს მართავს.
დღეს, ქართველ ჩოგბურთელთა მეტოქე ხორვატიის ნაკრებია და სტარტი წარუმატებელი გამოვიდა. მარიამ ბოლქვაძემ (312-ე) ანა კონიუხთან (547-ე) 4:6, 3:6 წააგო.
ამ წუთებში იწყება დაპირისპირება საქართველოს პირველ ჩოგან ეკატერინე გორგოძესა (151-ე) და იანა ფეტს (262-ე) შორის.
ტრადიციისამებრ, დასკვნითი შეხვედრა წყვილთა შორის შედგება: გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა დარია იურაკსა და ტენა ლუკასს გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფის პირველ შეხვედრაში სერბეთთან 1:2 წააგო.