ფეხბურთი

13:30 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსი: "ფრე სამართლიანი შედეგია"

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა „რეალთან“ (1:1) შეხვედრა შეაფასა. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა.

„ვფიქრობ, რომ ფრე სამართლიანი შედეგია, რადგან თანაბარი მატჩი იყო. პირველ ტაიმში მეტოქემ კონტრშეტევებზე ითამაშა და თუ საგოლე მომენტებს გავითვალისწინებთ, სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა.

შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, ამიტომ მოგებას არცერთი გუნდი იმსახურებდა“, - თქვა ბუსკეტსმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 27 თებერვალს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

0.132934