ფეხბურთი

13:00 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი ისევ დაშავდა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი მარკო ვერატი ისევ ტრავმირებულია. იტალიელი ფეხბურთელი ლაზარეთიდან ახლახან დაბრუნდა, მაგრამ ტომას ტუხელმა თქვა, რომ პრობლემები აქვს.

„ვერატის გუშინდელი ვარჯიში არ დაუსრულებია გარკვეული პრობლემების გამო. უნდა დაველოდოთ, რომ გავიგოთ ითამაშებს თუ არა, „ბორდოსთან““, - თქვა გერმანელმა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ვერატის ტრავმა. შეგახსენებთ, რომ პსჟ 12 თებერვალს „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

0.115029