იტალიელი მოდელი მანუელა არკური მალე 42 წლის გახდება და თავისი ცხოვრების მანძილზე უკვე იმდენი რამ მოასწრო, ზოგს შეიძლება ასეთ ამბებში გასახვევად ორი ცხოვრებაც კი არ ყოფნოდა. ეს მანუელა კი დამდგარა და იძახის - მე ფენიქსისებრი ქალი ვარ და ყოველთვის ხელახლა ვიწყებ ცხოვრებასო.
ვინ არ ყოფილა სენოორა არკურის გულისსწორი ან ქმარი - ცნობილი სპორტსმენები, პოლიტიკოსები თუ შოუბიზნესის წარმომადგენლები... იყო დრო, როდესაც მანუელას თვალს იტალიის ოდიოზური პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონიც კი უჟუჟუნებდა, რაც სილვიოსთანა კაცისგან გასაკვირი არ უნდა იყოს.
თუმცა, ცხოვრებაში ამდენი თავგადასავლის მიუხედავად, მანუელა არკური ყველაზე ხშირად მაინც მის მცირეხნიან გულისსწორს, იტალიელ ყოფილ ფეხბურთელს, კრისტიან ვიერის, იგივე “ბობოს“ იხსენებს, რომელსაც მოფერებით “ხარს“ ეძახის და ამბობს, რომ მისთანა კაცი მთელს დუნიაზე არ დაიარება. ბარაქალა კრისტიან, ბარაქალა შენ!