1968 – დაიბადა მიხაელ შტიხი. გერმანელი ჩოგბურთელი. 1991 წელს მოიგო უიმბლდონის ერთეულთა ტურნირი. 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადაზე ბორის ბეკერთან ერთად წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა. წყვილთა შორის მოგებული აქვს უიმბლდონიც, ხოლო ერთეულთა შორის საფრანგეთისა და აშშ-ს ღია პირველობების ფინალისტია. 1993 წელს მიხაელ შტიხი მსოფლიოს კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე იყო. მან აქტიური სპორტული კარიერა 1997 წელს დაასრულა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1970 - აშშ-ს საკალათბურთო საუნივერსიტეტო ლიგის მოთამაშემ, პიტ მარავიჩმა ერთ მატჩში 69 ქულა მოაგროვა.
1975 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ზედიზედ მოპოვებული 28 მოგების შემდეგ, “ნიუ ორლეან ჯაზმა” პირველი მატჩი წააგო.
1981 - თბილისის “დინამომ” იუგოსლავიაში ჩატარებული ტურნირის პირველ მატჩში, ბელგრადის “პარტიზანს” 1:0 მოუგო. გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. “დინამო” (გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა) შემდეგი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, კოსტავა, ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, ჯოხაძე (სვანაძე), ჟვანია (მუჯირი), გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.
1985 - ბრიუს მორისმა კალათბურთის ისტორიაში ყველაზე შორეული ზუსტი ტყორცნა განახორციელა. კალათში, მის მიერ 28 მეტრისა და 17 სანტიმეტრის სიშორიდან ნასროლი ბურთი ჩაეშვა.
1988 - თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების მიზნით ლესელიძეში ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის “კარლ მარქს შტადთან” 0:0 ითამაშა. “დინამო” (გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა) შემდეგი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, ფირცხალავა, ცვეიბა, ჭედია, მიქაბერიძე, ტყებუჩავა, სვანაძე, სულაქველიძე, აჯოევი (კორღალიძე), გურული (ფანცულაია), ქეცბაია.
1988 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ამერიკელი მსოფლიოს ჩემპიონი, მაიკ ტაისონი მსახიობ რობინ გივენსზე დაქორწინდა.
1992 - ძალადობაში დადანაშაულებული მაიკ ტაისონის დაკითხვის პროცესი დაიწყო.
1998 - იაპონიის ქალაქ ნაგანოში ზამთრის მეთვრამეტე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა.
2005 - ბრიტანელმა ელენ მაკარტურმა დედამიწის გარშემო კატერით მოგზაურობა დაასრულა. მან 27 ათასი საზღვაო მილი 71 დღეში, 14 საათში, 18 წუთსა და 33 წამში გაცურა.
2005 - მარბელას საფეხბურთო ტურნირზე, თბილისის “დინამომ” მეორე მატჩი გამართა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დონეცკის “შახტართან” 1:3 დამარცხდა. შეხვედრაში ანგარიში “დინამომ” გახსნა. თავი შოთა ბაბუნაშვილმა გამოიჩინა. თბილისელებმა (გუნდს გიორგი გეგუჩაძე წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მამალაძე, სილაგაძე, კაშია, ლ. ჭელიძე, გ. ჭელიძე (მახარაძე, 75), ხმალაძე (კანდელაკი, 46), ბაბუნაშვილი (ჯამარაული, 46), ორბელაძე, ნოზაძე, დვალი, მელქაძე (კაკალაძე, 59).
2006 - ქართველი ფორვარდის, შოთა არველაძის კლუბმა, “ალკმაარმა” ჰოლანდიის პირველი დივიზიონის მატჩში, სტუმრად “როზენდალი” 5:0 დაამარცხა. თავად შოთა არველაძემ ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. იმ მომენტისთვის მისთვის ჰოლანდიურ კარიერაში ეს მერვე ჰეთ-თრიკი იყო. გარდა ამისა, “როზენდალის” კარში სამი გოლის გატანით, შოთა არველაძე ჰოლანდიის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას სათავეში მოექცა.
2007 - თბილისის ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქეთის გუნდს უმასპინძლა და 1:0 მოუგო. ამხანაგური შეხვედრის 75-ე წუთზე გოლი დავით სირაძემ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრები (მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი) ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: რევიშვილი (ლომაია, 46), შაშიაშვილი, სალუქვაძე, ხიზანიშვილი, ელიავა, მენთეშაშვილი, ცქიტიშვილი, ბურდული (აშვეთია, 82), კვირკველია (გოგუა, 66), დემეტრაძე (ბენაშვილი, 87), სირაძე (მუჯირი, 77).
2009 - ჰაიდელბერგში “ერთა თასის” მატჩში საქართველოს რაგბისტთა ეროვნულმა გუნდმა გერმანიის ნაკრებს 38:5 სძლია.
2010 - პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ფეხბურთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა. საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი, ლატვია და მალტა ერგო.
2014 - სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.
ამ დღეს დაიბადნენ
1891 - პასკუალ სომა. ურუგვაელი ფორვარდი. მონტევიდეოს “ნასიონალის” რიგებში გამოსვლისას რვაჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიპოვა ლიბერტადორესის თასი.
- არმანდო კასტელაცი. ფლორენციის “ფიორენტინასა” და მილანის “ინტერის” ნახევარმცველი. სერია A-ს 241 მატჩში გაიტანა 14 გოლი. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონი. 1930 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი.
1910 - ტედ სეგარი. 1929-53 წლებში იყო “ევერტონის” მეკარე. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 495 მატჩი. ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ამდენჯერვე დაეუფლა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს.
1926 - მარკ ტაიმანოვი. ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მსოფლიოს პირველობის მეოთხედფინალური მატჩის მონაწილე, რომელშიც ბობი ფიშერთან 0:6 დამარცხდა.
1938 - კაეტანო რე რამირესი. პარაგვაელი ფორვარდი. Gამოდიოდა “ბარსელონაში”. 1966 წელს დაეუფლა ბაზრობათა თასს. 1965 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. მსოფლიოს 1958 წლის მონაწილე. 1986 წლის მუნდიალზე წვრთნიდა პარაგვაის ნაკრებს.
1944 - ბენიამინას ზელკიავიჩუსი. ლიტვის საფეხბურთო ნაკრების, ვილნიუსის “ჟალგირისისა” და ლატვიის ლიეპაის “მეტალურგსის” მთავარი მწვრთნელი.
1948 - დევიდ ჰარვი. შოტლანდიის ნაკრებისა და “ლიდს იუნაიტედის” მეკარე. ორჯერ მოგებული აქვს უეფას თასი და ინგლისის ჩემპიონობა. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მონაწილე.
1949 - პაულო სესარ კარპეჯანი. ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას იასპარეზა 1974 წლის მუნდიალზე. მოგებული აქვს ბრაზილიის ჩემპიონობა და კარიოკას შტატის პირველობა. მწვრთნელობისას “ფლამენგოს” მოაგებინა ბრაზილიის ჩემპიონობა, ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები.
1951 - მანფრედ შუმანი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბობსლეისტი. 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მოპოვებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.
1958 - ჯუზეპე ბარეზი. 1970-90-იან წლებში “ინტერის” მცველი. 1980 წლის ევროპის პირველობის მონაწილე. 1991 წელს მოიპოვა უეფას თასი. ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. ფრანკო ბარეზის ძმა.
1959 - მიკ მაკარტი. ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი (57 მატჩი, 2 გოლი) და მწვრთნელი (1996-2002).
1960 - გაბრიელ კალდერონი. არგენტინელი ფეხბურთელი. 1990 წლის მსოფლიო პირველობის ფინალისტი.
1967 - ჯოზეფ გრინი. სიგრძეში ხტომაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.
1968 - მიხაელ შტიხი. გერმანელი ჩოგბურთელი. 1991 წელს მოიგო უიმბლდონის ერთეულთა ტურნირი. 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადაზე ბორის ბეკერთან ერთად წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა. წყვილთა შორის მოგებული აქვს უიმბლდონიც, ხოლო ერთეულთა შორის საფრანგეთისა და აშშ-ს ღია პირველობების ფინალისტია. 1993 წელს მიხაელ შტიხი მსოფლიოს კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე იყო. მან აქტიური სპორტული კარიერა 1997 წელს დაასრულა.
1968 - პეტერ ბონდრა. სლოვაკეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ვაშინგტონის” მოთამაშე.
1969 - ფიორა რობინსონი. ავსტრალიის საკალათბურტო ნაკრების მოთამაშე. 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1971 - ნატალია ციგანოვა. რუსი მძლეოსანი. 800 მ-ზე რბენაში ევროპის ჩემპიონი.
1973 - ჯუვან ჰოვარდი. ეროვნული საკალათბურთო ლიგის კლუბების, “ვაშინგტონ ბულიტსის,” “ვაშინგტონ უიზარდსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” მძიმე ფორვარდი (206 სმ).
1974 - სტივ ნეში. კანადის ნაკრების, “დალას მავერიკსისა” და “ფინიკს სანზის” მსროლელი (191 სმ). 2005 და 2006 წელს დაასახელეს ნბა-ს საუკეთესო მოთამაშედ. “ყველა ვარსკვლავის” 7 მატჩის მონაწილე.
1975 - ელიზავეტა ტიშჩენკო. რუსი ფრენბურთელი. ევროპის ჩემპიონი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.
1977 - დიმიტრუს პაპანიკოლაუ. საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებისა და ათენის “პანათინაიკოსის” ფორვარდი (201 სმ). ევროპის 2005 წლის ჩემპიონი.
1982 - მიშელ პიეტრუსი. საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებისა და “გოლდენ სთეით უორიორზის” გამთამაშებელი (198 სმ).
1986 - გიორგი ცინცაძე. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, ბათუმის “ბასკოს,” მოსკოვის ცსკა-ს, სამარას ვვს-ის, მოსკოვის “დინამოს”, ესტონური “ტარტუ-როკის”, “დონეცკის”, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, პოლონური “სოპოტის”, თბილისის “ოლიმპის”, კიევის “ბუდიველნიკის”, “შშ აკადემიას” გამთამაშებელი (193 სმ). “ტარტუ-როკის” შემადგენლობაში მოგებული აქვს ესტონეთის პირველობა, მოსკოვის “დინამოში” კი – ულებ-ის თასი. 2010 წელს საუ-ს შემადგენლობაში დაეუფლა საქართველოს ეროვნულ თასს. 2013 წელს “ბუდიველნიკის” შემადგენლობაში გახდა უკრაინის ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების მატჩების მონაწილე. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის 2011 და 2013 წლების ჩემპიონატებზე იასპარეზა.
დღეს გარდაიცვალნენ
1993 - არტურ ეში. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1975 წელს მოგებული აქვს უიმბლდონის ტურნირი. 49 წლის ასაკში შიდსის ვირუსით გარდაიცვალა.
2005 - ჯემალ ჩიმაკაძე. საფეხბურთო კლუბ თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი, ძმები არველაძეების აღმზრდელი.