ფეხბურთი

9:03 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: „მესი თავს კარგად გრძნობს, თუმცა, „რეალთან“ მაინც გავუფრთხილდით“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, „რეალთან“ ქვეყნის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (1:1) ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და მადრიდელებთან კიდევ ერთი მძიმე შეხვედრა ელით.

„როცა მეტოქე პირველივე წუთებზე გაგიტანს და გათანაბრებას მაინც მოახერხებ, ეს კარგია. თავიდან, „რეალი“ ბურთს კარგად აკონტროლებდა, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენც დავიწყეთ სახიფათო მომენტების შექმნა და ანგარიში გავათანაბრეთ.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და მადრიდელებთან კიდევ ერთი მძიმე მატჩი გველის.

მესი? ის თავს კარგად გრძნობს. მაგრამ მაინც გავუფრთხილდით, რადგან ერთგვარ დისკომფორტს მაინც გრძნობდა. (შეგახსენებთ, რომ „ვალენსიასთან“ პრიმერას ბოლო ტურის მატჩში, მესიმ საზარდული მცირედ დაიზიანა) გადაწყვეტილება ყოველთვის იმის მიხედვით უნდა მიიღო, რა იქნება სასარგებლო გუნდისთვის და პირადად ფეხბურთელისთვის. „რეალთან“ მატჩში ჩავთვალეთ, რომ უკეთესი იქნებოდა ლეო მეორე ტაიმში გაგვეყვანა მინდორზე. მას ხომ მატჩის ბედის გადაწყვეტა ხშირად შეუძლია.“ - უთხრა ვალვერდემ Marca-ს.

სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ 27 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111763