ჩოგბურთი

19:33 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ფედერაციის თასზე სერბეთთან დამარცხდა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში პირველი მატჩი დაასრულა და სერბეთთან 1:2 დამარცხდა.

წყვილთა შეხვედრაში მარიამ ბოლქვაძემა და ოქსანა კალაშნიკოვამ ოლგა დანილოვიჩი და ივანა ჯოროვიჩი 6:3, 7:5 დაჯაბნეს.
მანამდე ბოლქვაძე (მსოფლიოს 312-ე ჩოგანი) ჯოროვიჩთან (117-ე) 3:6, 1:6 დამარცხდა, ეკატერინე გორგოძემ (151-ე ჩოგანი) კი დანილოვიჩთან (112-ე) 5:7, 3:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ მინი-ტურნირს ინგლისის ქალაქი ბათი მასპინძლობს, B ჯგუფში ქართველ ჩოგბურთელთა კონკურენტები კი, სერბეთის გარდა, ხორვატია და თურქეთი არიან.
ხვალ, საქართველოს ნაკრები ხორვატიას ეთამაშება, რომელმაც თურქეთი 2:1 დაამარცხა.

0.116834