საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში სერბეთთან მე-2 მატჩიც წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში მარცხსაც ვერ გადაურჩება.
შეგახსენებთ, რომ დღის პირველ მატჩში მარიამ ბოლქვაძე (მსოფლიოს 312-ე ჩოგანი) ივანა ჯოროვიჩს (117-ე) გაეჯიბრა და 3:6, 1:6 დამარცხდა, მე-2 შეხვედრაში კი, ეკატერინე გორგოძე (151-ე ჩოგანი) ოლგა დანილოვიჩს (112-ე) ვერ გაუმკლავდა – 5:7, 3:6.
ამ წუთებში უკვე არაფრის მომცემ მატჩში ბოლქვაძე და ოქსანა კალაშნიკოვა დანილოვიჩსა და ჯოროვიჩს ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ მინი-ტურნირს ინგლისის ქალაქი ბათი მასპინძლობს, B ჯგუფში ქართველ ჩოგბურთელთა კონკურენტები კი, სერბეთის გარდა, ხორვატია და თურქეთი არიან.