ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტი უკმაყოფილოა თავისი შვილის, ჯასტინის გადაწყვეტილებით, რომელმაც „აიაქსი“ 19 წლის ასაკში დატოვა და კარიერა იტალიურ „რომაში“ გააგრძელა.
ვეტერანი ჰოლანდიელის თქმით, მისი შვილი სამშობლოში ერთი-ორი წლის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო.
„არ ვფიქრობ, რომ ჯასტინი ჰოლანდიიდან ასეთ ახალგაზრდულ ასაკში უნდა წასულიყო. ყოველთვის ვამბობდი, რომ „აიაქსში“ ერთი ან ორი წელი კიდევ უნდა დარჩენილიყო. თუმცა, როგორც მამამ მის გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პატივს ვცემ.
„რომა“? - როგორც ვთქვი, ჰოლანდიიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება არ იყო. მჯერა, რომ მომავალ სეზონში უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა. ცხადია, ახლა მხოლოდ 19 წლისაა და ამიტომ, არ ველოდებით, რომ „რომაში“ ბევრი დრო მიეცემა თავის გამოჩენისთვის“, - განაცხადა პატრიკმა.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ კლუივერტი „აიაქსიდან“ „რომაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა. ჰოლანდიელმა შემტევმა „ჯალოროსის“ ღირსება დღემდე 21 მატჩში დაიცვა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.