ინგლისური „ფულემის“ გერმანელი ნახევარმცველი, ანდრე შიურლე, ადგილობრივ მედიას შემოსწყრა, მისი სიტყვების არასწორად თარგმნისა და გადმოცემის გამო. თითქოს ჩემპიონშიფში დაქვეითების შემთხვევაში, ის კლუბის დატოვებას აპირებს.
„ფულემის“ ქომაგებო, გთხოვთ, არ დაუჯეროთ რასაც ეს გაზეთები წერენ. მათი ნაამბობი ახლოსაც არ არის სიმართლესთან, ძალიან ცუდი თარგმანია გერმანულიდან და სიტყვები კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, რათა ყალბი სათაური დაერქმიათ.“ - დაწერა თავის „ტვიტერში“ შიურლემ.
შეგახსენებთ, რომ შიურლე დორტმუნდის „ბორუსიის“ ფეხბურთელია, თუმცა ორწლიანი იჯარითაა ინგლისურ კლუბში გადასული.
25 ტურის შემდეგ, „ფულემი,“ 17 ქულით, პრემიერლიგის ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სეზონში ყველა თამაშს და ყველა ტურნირზე უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ და ბუნებრივია, რომ ადრე თუ გვიან 1-2 ჩავარდნა იქნება. წარმატებები გიოს, ძალიან მაგარი სპორტსმენი და პიროვნებაა!
გაყიდული თამაში იყო @