ფეხბურთი

9:04 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშს „სიტიში“ გადასვლა სურს

მომავალი სეზონიდან, „პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, დანი ალვეშმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისურ პრემიერლიგაში გააგრძელოს - გვამცნობს UOL.

გამოცემის ინფორმაციით, 35 წლის ბრაზილიელს „მანჩესტერ სიტისთან“ სურს კონტრაქტის გაფორმება, რადგან ისევ ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობით ითამაშოს, რომელთანაც ადრე „ბარსელონაში“ ირჯებოდა. პსჟ-სთან მის ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება. ახლახან მას ბრაზილიური „ფლამენგოს“ წინადადებაზე უარი უთქვამს.

ალვეში პარიზულ კლუბში 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მანამდე ის ტურინის „იუვენტუსის,“ „ბარსელონას,“ „სევილიასა“ და ბრაზილიური „ბაიას“ ღირსებას იცავდა.

0.141321