ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსი" 105:92 დაამარცხა. ზაზა საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 11 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 5 ქულა, 3 მოხსნა და ერთი პასი შესძინა. ზაზამ ერთი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო. ფაჩულიას ერთი დაკარგვა და ორი პერსონალური ჯარიმა ჰქონდა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, დეტოიტელებმა პირველსავე პერიოდში მოიპოვეს უპირატესობადა "ნიუ იორკმა" მთელი შეხვედრის განამვლობაში ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა ბლეიკ გრიფინის ანგარიშზეა. სმიტმა 25 ქულა ჩააგდო.
"დეტროიტი" 24 მოგებით და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩში მიჩიგანელები "ისევ ნიუ იორკს" შეხვდებიან, ოღონდ ამჯერად საკუთარ კედლებში. შეხვედრა 9 თებერვალს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.