შვეიცარიულმა „ციურიხმა“ ევროპა ლიგის განახლებულ განაცხადში ლევან ხარაბძე შეიყვანა. შედეგად, არსებობს შანსი, რომ 18 წლის ჩვენებურმა ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე მიმდინარე სეზონშივე ითამაშოს.
ლუდოვიკ მანინის გუნდში ჯგუფურ ეტაპთან შედარებით სამი ცვლილებაა: ვიქტორ პალსონის, სანგონ სარისა და რობერტო როდრიგესს ლევან ხარაბაძე, ჟოელ უნტერსი და იან კასაი ჩაანაცვლებენ.
შეგახსენებთ, ხარაბაძე „ციურიხს“ 1.5-წლიანი იჯარით იანვარში შეუერთდა. როგორც შეიცარიული მედია იტყობინება, მთავარი მწვრთნელი მანინი, რომელიც სხვათა შორის, ფეხბურთელობისას ლევანის პოზიციაზე, მარცხენა მცველად თამაშობდა („ვერდერში“, „შტუტგარტში“, „ციურიხსა“ და შვეიცარიის ნაკრებში), ქართველის გარჯით კმაყოფილია.
აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის 1/16 ფინალში „ციურიხი“ იტალიურ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 15 თებერვალს შვეიცარიაში, ხოლო საპასუხო ნეაპოლში 21 თებერვალს გაიმართება.