ჩოგბურთი

22:29 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე იასპარეზებს

მსოფლიოს ნომერ 22-ე ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ღია პირველობის 500-იანი კატეგორიის ტურნირზე იასპარეზებს, რომლის საპრიზო ფონდიც 2 მილიონი ევროა.

ჰოლანდიური ტურნირის ოფიციალურმა ვებგვერდმა იმ ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა, ვინც ტურნირზე ითამაშებს, მათ შორის ბასილაშვილიც არის. ტურნირის პირველი ნომერი კეი ნიშიკორი იქნება. ნიკა ტურნირზე განთესილი არ იქნება.

ტომაშ ბერდიხი, სტენ ვავრინკა და რობინ ჰაასი ტურნირზე "ველური ბარათის" წყალობით ითამაშებენ. ალექსანდრ ზვერევი ტრავმის გამო როტერდამში არ იქნება.

როტერდამის ტურნირზე მოასპარეზე ჩოგბურთელთა სია ასე გამოიყურება: კეი ნიშიკორი, მარინ ჩილიჩი, კარენ ხაჩანოვი, სტეფანოს ციციპასი, მილოშ რაონიჩი, დანილ მედვედევი, ლუკას პუიე, რობერტო ბაუტისტა-აგუტი, დავიდ გოფინი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რიშარ გასკე, სტანისლას ვავრინკა, ტომაშ ბერდიხი, რობინ ჰაასე, ნიკ კირგიოსი, ჟო-ვილფრედ ცონგა, გაელ მონფილსი.

ტურნირი 11-17 თებერვალს გაიმართება.

0.116747