ფეხბურთი

21:23 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ზენიტში" გადასულ რაკიცკის უკრაინის ნაკრებიდან რიცხავენ

სანქტ-პეტერბურგის ახალწვეულ იაროსლავ რაკიცკის უკრაინის ნაკრებიდან გარიცხვა ემუქრება. ყოველშემთხვევაში, 20 წლის ფეხბურთელი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე განთავსებული ნაკრების შემადგენლობიდან ამოიღეს.

მისი სახელი და გვარი აქამდე შემადგენლობაში ეწერა, მაგრამ უკვე მეორე დღეა სიაში აღარ ფიგურირებს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ანდრეი შევჩენკო რაკიცკის ეროვნულ ნაკრებში აღარ მიიწვევს.

საქმე ისაა, რომ რაკიცკი, რომელიც დონეცკის „შახტარის“ აღზრილი იყო და აქამდე მხოლოდ ამ გუნდში თამაშობდა, ცოტა ხნის „ზენიტში“ გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რუსეთში გადაბარგების შემდეგ რაკიცკიმ თქვა, რომ უკრაინის ჩემპიონატი დაბალი დონის და უინტერესოა.

ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. თუმცა, როგორც ჩანს, 29 წლის ფეხბურთელს სანქტ-პეტერბურგელთა რიგებში სარფიანი კონტრაქტით თამაში ეროვნული ნაკრების კარის დახურვის ფასად მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ რაკიცკის უკრაინის ნაკრებში 54 მატჩი აქვს ჩატარებული და 5-ჯერ გოლის გატანაც შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111176