სხვა

21:00 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეგასისა და თელავის მორიგი მოგებები

ხელბურთის უმაღლეს ლიგაში მეორე წრე დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოს ოთხმა გუნდმა. დღეს თბილისის სპორტის სასახლეში თელავის სტუ-იმედმა 39-33 დაამარცხა გორი, ხოლო პეგასმა 51-36 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს.

გამარჯვებული გუნდები ხვალ მეტოქეებს გაცვლიან ზეგ კი ერთმანეთში აქვთ ამ ტურის ცენტრალური თამაში.

გორი თავიდან 8-2 დაწინაურდა სტუ-იმედთან და მწვრთნელებს ტაიმაუტი დასჭირდათ გუნდის გამოსაფხიზლებლად. იმედი მალევე დაეწია მეტოქეს, ტაიმი 21-17 მოიგო, მაგრამ ამის შემდეგაც, კარგა ხანს ბრძოლა იყო და საბოლოო ანგარიშიც საბრძოლო გამოვიდა - 39-33.

პეგასი თავიდან ბოლომდე უგებდა სპორტის უნივერსიტეტს, რომელსაც შემადგენლობაში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ჰყავს და ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა. ტაიმი პეგასმა 26-16 მოიგო, შემდეგ კი მწვრთნელებმა ყველას მისცეს თამაშის საშუალება, რის შემდეგაც სხვაობა ხუთით გაიზარდა: 51-26.

ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში თამაშობენ: 16:00 იმედი-სტუ თელავი - სპორტუნი, 18:00 პეგასი - გორი. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

https://www.facebook.com/GEONHF/

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

აღმოსავლეთი. თბილისის სპორტის სასახლე, 5 თებერვალი

გორი - იმედი-სტუ თელავი 33-39

გორ: თითირაშვილი - დალაქიშვილი 11, მჭედლიშვილი 8, ახალბედაშვილი 5, ზუბიაშვილი 3, ნიაზაშვილი 3, გუდურაშვილი 2, ტარუაშვილი 1, ხუბულური

თელ: ხიდეშელი, ცინცაძე - ყორიაული 10, ზ. იობაშვილი 7, მიქავა 7, დოლმაზაშვილი 7, გოგალაძე 3, ბაინაზიშვილი 2, კორსანტია 1, გავაშელიშვილი 1, ბერაძე 1, მაისაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი, დელეგატი: ლ. მარგიანი

სპორტუნი - პეგასი 36-51

სპ: ხარაიშვილი - ჩიკვილაძე 11, გ. იობაშვილი 6, ერისთავი 5, ჭელიძე 4, ზურაბიანი 4, აბაშიძე 3, თიგიშვილი 2, ცხვარაშვილი 1, ჩაკვეტაძე, გურასპაული, დელიბაშვილი

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე - კუხალაშვილი 9, კალანდაძე 9, ბაძაღუა 8, ზარნაძე 6, კოხრეიძე 6, ჟვანია 4, ჭანტურია 3, გვაზავა 2, პატაშური 2, გრიშიკაშვილი 1, შუბითიძე 1, მდივანი

მსაჯები: ი.ჭკუასელი - გ. გველესიანი, დელეგატი: მ. ჩიხლაძე

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი---10---9---0---1---432-275--18

ქუთაისი-------10---8---0---2---394-280--16

პეგასი-----------8---6---0---2---349-237--12

იმედი-სტუ-----8---6---0---2---274-239--12

გორი------------8---3---0---5---281-328---6

სპორტუნი------8---2---0---6—257-348---4

სამტრედია----10---1---1---8---272-378---3

წყალტუბო----10---0---1---9---237-411---1

6 თებერვალი

16:00 იმედი-სტუ თელავი - სპორტუნი

18:00 პეგასი - გორი

7 თებერვალი

16:00 სპორტუნი - გორი

18:00 პეგასი - იმედი-სტუ თელავი

თეგებიხელბურთი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116644