ფეხბურთი

20:12 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინი" დავითაშვილს კონტრაქტს მიმდინარე თვეში გაუფორმებს

ყაზანის „რუბინი“ ზურიკო დავითავშილს სულ მალე კონტრაქტს გაუფორმებს. Business Online-ს ინფორმაციით, ქართველის გარჯით, რომელიც თავდაპირველად ყაზანურ გუნდში სინჯებზე იმყოფებოდა, კმაყოფილნი არიან.

ახლა „რუბინი“ ელოდება 14 თებერვალს, როდესაც ქართველი შემტევი 18 წლის გახდება და სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებს. ფიფას წესდების თანახმად, არასრულწლოვან ფეხბურთელს უცხოურ გუნდთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება არ აქვს. სწორედ ამიტომ ელოდებიან ყაზანში 14 თებერვალს.

აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი „რუბინს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. გამოცემის ცნობით, რუსული გუნდისთვის ის იქნება ერთადერთი ახალწვეული შემტევი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში.

ხსენებული წყარო წერს იმასაც, რომ ბერდიევი დავითაშვილს, როგორც ნახევარდაცვაში, ისე შეტევაშიც ათამაშებს. შეგახსენებთ, 17 წლის ჩვენებური ბოლოს თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა.

0.115011