თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის.
დღეს ჩემპიონები და პრიზიორები დაშნით მოფარიკავე კადეტებმა და იუნიორებმა გამოავლინეს.
დაშნა. კადეტები. გოგონები: 1. ევა აჰამიანი (აჭარა), 2. მარიამ ზოიძე (აჭარა), 3. ნინი კვიცარიძე (ქუთაისი), 3. ტატიანა სვანიძე (თბილისი)
დაშნა. კადეტები. ბიჭები: 1. საბა ბიწაძე (თბილისი), 2. ზურა ჭავჭანიძე (თბილისი), 3. გიორგი დიდია (თბილისი), 3. ლუკა კაჭარავა (თბილისი)
დაშნა. იუნიორები. გოგონები: 1. ანა ბიბიჩაძე (ქუთაისი), 2. ნათია მაჭავარიანი (თბილისი), 3. ევა აჰამიანი (აჭარა), 3. მარგალიტა გრიგალაშვილი (ქუთაისი)
დაშნა. იუნიორები. ბიჭები: დავით მაგრაქველიძე (თბილისი), 2. საბა ბიწაძე (თბილისი), 3. გაგა ხიჯაკაძე (თბილისი), 3. გიორგი კვაჭაძე (ოზურგეთი)
ხვალ ჩემპიონებსა და პრიზიორებს რაპირით მოფარიკავე კადეტები და იუნიორები გამოავლენენ.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური