თამაშგარე

11:50 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოჰ, ეს მოურინიუ

ჟოზე მოურინიუ ჯერჯერობით უმუშევრადაა და თავს სხვადასხვა თავგადასავლებით ირთობს. ამჟამად ის რუსეთშია ჩასული და გუშინ კონტინენტური ჰოკეის ლიგის მატჩს დაესწრო მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში.

ომსკის „ავანგარდისა“ და სანკტ პეტერბურგის ასკ-ს შეხვედრის წინ (2:0), მან სიმბოლურად ჩააგდო შაიბა, წითელი ხალიჩისკენ გაემართა, მაგრამ ფეხი აუცურდა და ყინულზე მოადინა ზღართანი. მალევე წამოდგა, ვითომ აქ არაფერიო და შაიბა სუვენირად გაიყოლა. ამაშია „განსაკუთრებულის“ მთელი ქარიზმა.

ცხადია, ამ კურიოზს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურებები მოჰყვა, რომელთა უმეტესობის შინაარსი, ცხადია, იუმორითაა გაჯერებული. იმასაც წერენ, აბა დღემდე ვინ იცოდა ბალაშიხას ამბავი, ამიერიდან კი ის მთელ მსოფლიოს ეცოდინებაო.

ზოგი კი ამბობს, პორტუგალიელი რუსეთში ტყუილად არ ჩავიდოდა, ნეტავ, რაში უნდა იყოს საქმეო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117244