1985- დაიბადა კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიის ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედის” და მადრიდის “რეალის” მოიერიშე ნახევარმცველი. 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მსოფლიოს 2008 წლის საკლუბო ჩემპიონი. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად. 2004 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი, 2007, 2008 და 2009 წლებში ინგლისის ჩემპიონის ტიტული. 2011 და 2014 წლებში მოიპოვა ესპანეთის “სამეფო თასი”. ესპანეთის ჩემპიონი (2012). 2014 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი და მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 2006 წელს, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. 2008 წელს გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. ფიფას ვერსიით დაასახელეს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად (2008, 2013, 2014). პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 123 მატჩი, გაიტანა 55 გოლი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1893- გერმანელმა მოციგურავე, ალფრედ ნაესმა 500 მეტრის დისტანციაზე შეჯიბრებაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (49.4).
1938- შვედმა მოციგურავე ჰანს ენგეგსტაგენმა, 500 მეტრის დისტანციაზე შეჯიბრებაში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა (41.8).
1945- მოჯირითე ცხენმა “ბიგ რაკეტმა” 69,6 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
1948- დიკ ბატონი პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც ციგურებით ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1948- გრეტჰენ ფრეიზერი პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც ქალთა შორის სლალომში, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1949- ჟოკეი ჰუასო თავისი ცხენით 2 მეტრისა და 47 სანტიმეტრის სიმაღლის ჯებირს გადაევლო.
1956- იტალიის საკურორტო ქალაქ კორტინა დ’ამპეცოში, ზამთრის მეშვიდე ოლიმპიური თამაშები დაიხურა.
1963- პატიმრობიდან გაათავისუფლეს საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” ფორვარდი, ედუარდ სტრელცოვი.
1968- ჰოლანდიელმა მოციგურავე კიის ვერვერკმა, 1500 მეტრზე რბენაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1972- ბობ დუგლასი პირველი შავკანიანი მოთამაშე გახდა, რომელიც კალათბურთელთა დიდების დარბაზში შეიყვანეს.
1977- ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, შუგარ რეი ლეონარდმა პროფესიონალურ რინგზე პირველი ბრძოლა ჩაატარა და მეექვსე რაუნდში, ლუსი ვეგა ნოკაუტში გაგზავნა.
1978- ამერიკელმა კალათბურთელმა ფრედ ნიუმანმა თვალახვეულ მდგომარეობაში, ზედიზედ 88 საჯარიმო ტყორცნა კალათში მოათავსა.
1980- თბილისის “დინამომ” არგენტინული საფეხბურთო ტურნეს მსვლელობის მესამე მატჩში, როსარიოში ადგილობრივ “როსარიო სენტრალთან” 2:3 წააგო. ქართველთაგან გოლები მანუჩარ მაჩაიძემ და ვახტანგ კოპალეიშვილმა გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: გოგია (გაბელია), სულაქველიძე, ქორიძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, მინაშვილი (კაკილაშვილი), მ. მაჩაიძე, კოპალეიშვილი, დარასელია, ყიფიანი, შენგელია (ჩელებაძე).
1980- ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით 32-ე მატჩი ჩატარდა. უელსმა კემპბელს 6:3 მოუგო. შეხვედრა როიტში გაიმართა.
1985- თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების მიზნით, ლესელიძეში ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ხების “რუდა გვეზდასთან” ითამაშა და 0:2 დამარცხდა. “დინამო” ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: გაბელია, მიქაბერიძე, ჩივაძე, პაიკიძე, ბარათაშვილი, სვანაძე, ჟორდანია, მახარაძე, ჟორჟიკაშვილი, შენგელია (ჩქარეული), მესხი (გურული).
1986- ამერიკელი თაუნსენდი გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც პარაშუტით ხტომა განახორციელა. იმ დღეს თაუნსენდი 89 წლისა იყო.
1988- თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების მიზნით, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბ “კარლ მარქს შტადტთან” ითამაშა და 2:3 წააგო. ქართველთაგან გოლები გია გურულმა და რამაზ შენგელიამ გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, მიქაბერიძე, ცვეიბა, ჭედია, სვანაძე, გ. ჯიშკარიანი (რევიშვილი), ქეცბაია, სულაქველიძე, კორღალიძე, გურული, შენგელია.
1989- ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი კალათბურთელი, კარიმ აბდულ ჯაბარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც რეგულარული პირველობისა და ფლეიოფის მატჩებში 38 ათასი ქულის დაგროვება მოახერხა.
1991- “ლოს ანჯელეს კინგზის” მოთამაშე დეივ ტეილორი, ჰოკეის ეროვნული ლიგის რიგით ოცდამეცხრე ჰოკეისტი გახდა, რომელმაც გოლ პლუს პასის სისტემით, ათასი ქულა მოაგროვა.
1995- გერმანელმა მოცურავე სანდრა ფოლკერმა, ქალთა შორის 50 მეტრზე გულაღმა გაცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (27.77).
2005- პარიზის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში (შეჯიბრება იმავდროულად მსოფლიო სუპერთასის სახელსაც ატარებს), ქართველთაგან დავით ქევხიშვილმა და ნესტორ ხერგიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
2005- თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, უელსის მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისს სძლია. კარდიფის “მილენიუმზე,” უელსელებმა 11:9 გაიმარჯვეს.
2005- ხელბურთელ მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ესპანეთის ნაკრებმა ტურნირის მასპინძელ ტუნისის გუნდს სძლია, ხოლო ხორვატებმა ფრანგებს მოუგეს.
2005- ესპანეთის ქალაქ მარბელაში გამართული ოთხთა ტურნირის მატჩში, თბილისის “დინამო” სანკტ-ბეტერბურგის “ზენიტთან” დამარცხდა (1:3). “დინამოსა” და “ზენიტის” გარდა, ტურნირში დონეცკის “შახტარი” და მოსკოვის “სპარტაკი” მონაწილეობდნენ. ქართული კლუბი სანკტ-ბეტერბურგელებთან შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ზოიძე, ოდიკაძე, სალუქვაძე, ჭიჭვეიშვილი, რომერო, გოგუა, კანდელაკი, ბაბუნაშვილი, მელქაძე, კაკალაძე, ქუცურუა (ნოზაძე, 20).
2005- პორტუგალიაში, ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე რაგბიში ერთა თასის გათამაშების მატჩი შედგა, რომელშიც მასპინძელთა ნაკრებმა საქართველოს ეროვნული გუნდი დაამარცხა (18:14).
2006- ძიუდოისტთა თბილისის საერთაშორისო ტურნირზე (მსოფლიო თასის გათამაშება), რომელიც რიგით 33-ედ გაიმართა, 81 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო გრიგოლ მამრიკიშვილმა, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ცირეკიძემ გაიმარჯვა. მინდია ბოდაველმა (90 კგ), რევაზ ჩიქოიძემ (100 კგ) და ლაშა გუჯეჯიანმა (მძიმე წონა) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
2006- ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” ვაშინგტონში ადგილობრივ “უიზარდსთან” დამარცხდა (85:98). ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში 31 წუთი იასპარეზა და 13 ქულა მოაგროვა და 8 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება განახორციელა.
2006- მამაკაც ხელბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთმა ესპანეთს 31:23 მოუგო.
2006- ბურთიანი ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთმა შვედეთს 3:2 მოუგო.
2009- პროფესიონალ მოკრივეთა შორის საშუალო და ქვემძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ჯო კალზაგე რინგიდან დაუმარცხებელი წავიდა.
2011- რაგბის ერთა თასის მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში უკრაინის ნაკრებს 62:3 სძლია.
2012- ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სოფიის საერთაშორისო ტურნირზე ქართველებმა 6 მედალი მოიგეს. 2ოქრო: ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96); 2 ვერცხლი: ქემალ ხარაბაძე (55), მანუჩარ ცხადაია (74); 2ბრინჯაო: ზურაბ დათუნაშვილი (74), სანდრო დიხამინჯია (96).
2012- გერმანულ "ბოხუმში" დებიუტი ნიკოლოზ გელაშვილმა გამარჯვების გოლით აღნიშნა.
ამ დღეს დაიბადნენ
1860- ჯექსონ შოულტერი. ჩოგბურთში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ჩოგანი. ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულს ფლობდა 1888-92 და 1895-97 წლებში.
1891- ელიზაბეტ რაიანი. ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი. წყვილთა შორის უიმბლდონის ექვსგზის ჩემპიონი.
1910 – ფრანსისკო ანტონიო “პანჩო” ვარალიო. 1920-30-იანი წლების “ბოკა ხუნიორსის” ფორვარდი. ფროფესიული ლიგის 210 მატჩში გაიტანა 181 გოლი (გუნდის რეკორდი). არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატის მონაწილე. სადღეისოდ, ამ ტურნირის ერთადერთი ცოცხალი მონაწილე.
1916 – უგო ლოკატელი. იტალიის ნაკრების ნახევარმცველი. 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
1928- ნიკოლოზ თოდრია. თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი. 1951 წელს მოიპოვა საკავშირო პირველობის ვერცხლის მედალი. 1950 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 123 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. გარდაიცვალა 1992 წელს.
1932- ჩეზარე მალდინი. იტალიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი. “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 14 მატჩი, “მილანში” _ 347. გაიტანა 3 გოლი. წვრთნიდა იტალიის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს, ასევე პარაგვაის ეროვნულ გუნდს. 1982 წლის მსოფლიო პირველობაზე იტალიელთა თავკაც ენცო ბეარზოტის თანაშემწე იყო. იტალიის ახალგაზრდული ნაკრები სამჯერ ევროპის ჩემპიონი გახადა.
1943- დუშან უჰრინი. ფეხბურთის ჩეხი სპეციალისტი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე წვრთნიდა თავისი ქვეყნის ნაკრებს, რომელმაც ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. წვრთნიდა თბილისის “დინამოს” და გუნდს საქართველოს ჩემპიონობა მოაპოვებინა.
1948- სვენ-გორან ერიქსონი. ფეხბურთის შვედი სპეციალისტი. წვრთნიდა ლისაბონის “ბენფიკას,” “სამპდორიას,” რომის “რომას,” “ლაციოს”, ინგლისის და მექსიკის ნაკრებებს. იყო “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელიც,
1957- კრეიგ უილსონი. აშშ-ს წყალბურთელთა ნაკრების გოლკიპერი. 1984 და 1988 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ვერცხლის მედლები.
1965- გეორგე ჰაჯი. რუმინეთის ნაკრების, ბუქარესტის “სტიაუას,” მადრიდის “რეალის,” “ბარსელონას,” “გალათასარაის” ყოფილი პლეიმეიკერი. სამი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. რუმინეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 125 მატჩში, 35 გოლი აქვს გატანილი. რუმინეთისა და თურქეთის არაერთგზის ჩემპიონი. უეფას თასისა და სუპერთასის მფლობელი.
1971- დენის ჰოლი. ამერიკელი მოჭიდავე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1992 და 1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ვერცხლის ორი მედალი.
1975- ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი. ჰოლანდიის ნაკრების, როტერდამის “ფეიენოორდის,” “გლაზგო რეინჯერსის,” “არსენალისა” და “ბარსელონას” ფეხბურთელი.
1975- დენის გოტფრიდი. უკრაინელი ძალოსანი. მოპოვებული აქვს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
1976- იან ჰრდინა. ჩეხი ჰოკეისტი. 2000 წლის მსოფლიო ჩემპიონი. გამოდის შვედურ HV71-ში.
1984- კარლოს ტევესი. არგენტინის ნაკრების, “ბოკა ხუნიორსის”, “კორინთიანსის”, “ვესტ ჰემის”, “მანჩესტერ იუნაიტედის” და “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი. 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 2003 წლის კოპა ამერიკის ჩემპიონი. ლიბერტადორესის თასის მფლობელი (2003). არგენტინის, ბრაზილიისა და ინგლისის ჩემპიონი. 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2008). სამჯერ დაასახელეს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად (2003, 2004, 2005).
1985- მაცეი ლიამპე. პოლონეთის საკალათბურთო ნაკრებისა მძიმე ფორვარდი-მეფარე (210 სმ). გამოდიოდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისა და ევროპულ კლუბებში.
1985- დაიბადა კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიის ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედის” და მადრიდის “რეალის” მოიერიშე ნახევარმცველი. 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მსოფლიოს 2008 წლის საკლუბო ჩემპიონი. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად. 2004 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი, 2007, 2008 და 2009 წლებში ინგლისის ჩემპიონის ტიტული. 2011 და 2014 წლებში მოიპოვა ესპანეთის “სამეფო თასი”. ესპანეთის ჩემპიონი (2012). 2014 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი და მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 2006 წელს, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. 2008 წელს გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. ფიფას ვერსიით დაასახელეს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად (2008, 2013, 2014). პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 123 მატჩი, გაიტანა 55 გოლი.
1992 - ნეიმარი. ბრაზილიის ნაკრებისა და “ბარსელონას” ფეხბურთელი. “ბარსას” რიგებში მოგებული აქვს ესპანეთის ლა ლიგა (2015), თასი (2015), სუპერთასი (2013), ჩემპიონთა ლიგა (2015), უეფას სუპერთასი (2015), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2015) . 2013 წლის კონფედერაციის თასის მფლობელი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, გაიტანა 46 გოლი.
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1979- ედი პეინტერი (ინგლისი). კრიკეტის მოთამაშე.
1993- ჯეკ იუნგი (ინგლისი). კრიკეტის მოთამაშე.
1994- ფრედ დე ბრუნი. ფლამანდიელი ველოსიპედისტი. დაიღუპა 63 წლის ასაკში.