ფეხბურთი

10:24 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: „მანჩესტერს“ უკეთესი შემადგენლბა ჰყავს, ვიდრე „ლივერპულს“

„ლივერპულის“ ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი Sky Sports-ის ექსპერტი, ჯეიმი კარაგერი, ერთობ უკმაყოფილო დარჩა „წითლების“ გუშინდელი თამაშით „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ (1:1), რომელშიც მერსისაიდელებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.

„ვერ ვიტყოდი, რომ „ლივერპულის“ ბოლოდროინდელი ჩავარდნა ლიდერობის წნეხითაა გამოწვეული. უბრალოდ, ბევრმა ფეხბურთელმა ძალიან ცუდად ითამაშა. ადრეც მითქვამს, რომ ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკეთესი შემადგენლობა ჰყავს „ლივერპულზე.“

დაცვის მარჯვენა ფრთაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს. კლოპმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა კლაინი „ბორნმუთში“ გაუშვა. ვერ ვხვდები ეს რატომ გააკეთა. ამის აუცილებლობა ხომ არ იყო. მილნერმა უკვე მეორედ ითამაშა ამ პოზიციაზე და ეტყობა, რომ ეს მისი ადგილი არ არის.

დიდი ფული გადაიხადეს კეიტაში, ის კი ბურთს კვლავინდებურად ხშირად კარგავს. ფირმინო საკუთარ თავს არ ჰგავს, ისევე, როგორც სალაჰი, რაც სამომავლოდ ბევრ კითხვას ბადებს. ეს არ ჰგავს იმ ერთიან „ლივერპულს,’“ რომელსაც ბოლო ხუთი თვის მანძილზე ვხედავდით.“ - ციტირებს კარაგერის მიერ Sky Sports-ის ეთერში ნათქვამ სიტყვებს The Sun.

0.114716