ფეხბურთი

9:04 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: „ისევ პირველ ადგილზე ვართ და ტიტულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ“

„ლივერპულის“ ჰოლანდიელმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, „ვესტ ჰემთან“ წუხანდელი მატჩის შემდეგ (1:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაკარგული ქულების მიუხედავად, „წითლები“ კვლავაც აგრძელებენ ტიტულისათვის ბრძოლას.

„ძალიან რთული თამაში გამოდგა. მეტოქე თავს კარგად იცავდა. „ვესტ ჰემის“ ძლიერი მხარე სტანდარტული სიტუაციებია. როცა მცველების ოთხეული არ იცვლება, ცხადია, თამაში უფრო იოლია. თუმცა, ჩვენ საკმაოდ გვყავს კვალიფიციური ფეხბურთელები და შედეგი უკეთესი შეიძლება ყოფილიყო.

რა უნდა გავაკეთოთ? მატჩიდან მატჩამდე ვიაროთ წინ. ისევ პირველ ადგილზე ვართ და

ტიტულისათვის ბრძოლას ვაგრძელებთ.“ - უთხრა ვან დეიკმა Sky Sports-ს.

25 ტურის შემდეგ, „ლივერპული,“ 62 ქულით, კვლავ პრემიერლიგის ცხრილის სათავეშია. თუმცა, „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ 3 ქულითღა უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118154