ფეხბურთი

0:55 | 5.02.2019 | ნანახია 1069 - ჯერ

ბუფონი: "ნეიმარის გარეშე დარჩენა ჩვენთვის ძალიან სახიფათოა"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მიიჩნევს, რომ ნეიმარის ტრავმის გამო მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი შეუმცირდა. როგორც 41 წლის იტალიელმა აღნიშნა, ბრაზილიელის გარეშე დარჩენა ძალიან სახიფათოა.

„ყოველ წელს ვფიქრობდი, რომ აი, ახლა შესაბამისი წელია, მაგრამ 24 წელი გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვცდილობ. თუმცა, ეს ძალიან რთულია, ყოველთვის საჭიროა იღბალი.

ახლა ჩვენ რთულ ვითარებაში ვართ, რადგან ნეიმარი გამოგვაკლდა. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ბოლო სამი თვის განმავლობაში გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ჩვენთვის ძალიან სახიფათოა ნეიმარის გარეშე თამაში“, - განუცხადა ბუფონმა Mnachester Evening News-ს.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს პსჟ „ოლდ ტრაფორდზე“ ეწვევა „მანჩესტერს“, ხოლო 6 მარტს, „პარკ დე პრენსზე“ უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ ნეიმარი ტრავმირებულია და ბოლო ცნობებით, 2 თვე მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:38 | 06.02.2019
Juventino Per Sempre (170)

ლინგარდს და რეშფორდს ერთდ ჯობია მბაპპე

16:19 | 05.02.2019
mjgiri (8951)

არადა რეშფორდი არაა მბაპეზე ნაკლები

17:55 | 05.02.2019
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

14:35 | 05.02.2019
deqstera_best_7 (1964)

Ginóbili20
ჩემი აზრით რთულია მბაპეს მოთხოვო იუნაიტედის დამარცხება, როცა დაცვა სუსტი გყავს და რაბიოს დუბლებში გადაყვანას და ვერატის ტრავმას თუ გავითვალისწინებთ არც ნახევარდაცვაში გილხინს

20:06 | 05.02.2019
O. Mertskhali (8101)

გინდა თქვა, რომ პსჟ იუნაიტედზე სუსტია? )

13:12 | 05.02.2019
Ginóbili20 (2332)

ახლა გამოჩდნდება რეალურად თუ შეუძლია ლიდერობის თავის თავზე აღება მბაპეს, ერთ-ერთი პირველი გამოცდაა მისთვის ამ მხრივ და ვნახოთ როგორ ჩააბარებს ბიჭი.

0.125151