ჭადრაკი

19:52 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის სასახლეში საკვირაო შეჯიბრი გაიმართა

3 თებერვალს ჭადრაკის სასახლემ ელვისებურ ჭადრაკში საკვირაო ღია ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრმა ჭადრაკის მოყვარულთა დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში 50 სხვადასხვა კლასიფიკაციის მქონე მოჭადრაკე თუ ჭადრაკის მოყვარული მონაწილეობდა.

მსგავსი სახის ასპარეზობა პირველად გაიმართა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას დაგეგმილი აქვს ტურნირს ტრადიციული სახე მისცეს.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და 9.5 ქულით პირველობა არავის დაუთმო საერთაშორისო დიდოსტატმა კონტანტინე შანავამ (2451).
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ნოდარ ლორთქიფანიძე (2257). 8-8 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: 3. თორნიკე სანიკიძე (2477), 4. ლაშა ჭანტურია (1803).
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მაკა ფურცელაძემ (2288) აჩვენა, ხოლო 1800-მდე მქონე რეიტინგის მოჭადრაკეებში დავით ნემსაძემ (1563) იმარჯვა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110308