ესპანურმა „ვალენსიამ“ კაპიტან დანი პარეხოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „ღამურების“ ვებგვერდი იტყობინება, პარეხო „მესტალიაზე“ 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.
29 წლის ფეხბურთელი „ვალენსიას“ ერთ-ერთი ლიდერია და მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა (4 საგოლე პასი).
დანი პარეხო „ვალენსიაში“ 2011 წელს „ხეტაფედან“ გადავიდა. მას შემდეგ „მესტალიელთა“ რიგებში 310 თამაში ჩაატარა, 49 გოლი გაიტანა და 51 საგოლე პასი მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია