კალათბურთი

9:40 | 4.02.2019 | ნანახია 757 - ჯერ

უესტბრუკის 122-ე სამმაგი დუბლი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

„ბოსტონმა“ შინ „ოკლაჰომა“ 134:129 დაამარცხა. მესამე პერიოდიოდში „ბოსტონი“ 12 ქულით დაწინაურდა და მას შემდეგ „ოკლაჰომელებმა“ ანგარიშის გათანარებაც კი ვერ მოახერხეს. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა პოლ ჯორჯის ანგარიშზეა. კაირი ირვინგმა 30 ქულა და 11 პასი შესძინა გუნდს. რასელ უესტბრუკმა კარიერაში 122-ე სამმაგი დუბლი შეასრულა 22 ქულა, 16 პასი და 12 მოხსნა.

„ტორონტომ“ „კლიპერსს“ 121:103 მოუგო. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც კანადელებმა 42:28 მოიგეს. „კლიპერსმა“ ვერც ერთი პერიოდის მოგება ვერ შეძლო. 18 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო, „კლიპერსში“ ასევე 18 ქულით უილიამსი გამოირჩა. „ტორონტო“ 38 მოგებით და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

„ნიუ იორკი“ „მემფისი“ 84:96 (22:19, 19:23, 21:32, 22:22)

https://www.youtube.com/watch?v=zYe9JD80t2Y

„ბოსტონი“ – „ოკლაჰომა“ 134:129 (31:29, 35:29, 33:35, 35:36)

https://www.youtube.com/watch?v=J1KZCAZTn38

„ტორონტო“ – „კლიპერსი“ 121:103 (23:23, 42:28, 32:29, 24:23)

https://www.youtube.com/watch?v=DPIaEzld2us


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:04 | 04.02.2019
zviadi-shxefi (6306)

ტიპმა პირადად დაქაჩა თამაში ბოლოს და მერე ბოლო წამებზე წაუვესტბრუკა როგორც ჩვევია ხოლმე

14:03 | 04.02.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კაირი დონეა მარა რაც ბოსტონში წავიდა მხოლოდ ეპიზოდურად.ლებრონი ჭირდება ლებრონსთან ერთად რა დონეზე იყო ყველა ხედავდა.

11:29 | 04.02.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

რამდენჯერაც გადავრთე წუხელ ბოსტონი-ოკლაჰომას თამაშზე, მე იქ აცილებული ბურთი არ მინახავს კიდეც ასცხეს +260-ს

10:37 | 04.02.2019
კართაგენი28 (12606)

ვესტბრუკი ალბათ წელსვე გადავა მეორეზებოლო დროს აშკარად მოუმატა ,ბოსტონი ძაან კარგი კამანდაა რაა შეკრული გუნდია აღმოსავლეთის ფინალს დადებენ რა

0.140418