გერმანიის ბუნდესლიგის მეოცე ტური ორი მატჩით დასრულდა და ორივე საინტერესო გამოდგა. გადარჩენისთვის მებრძოლმა „აუგსბურგმა“ და „შტუტგარტმა“ შესაბამისად, „მაინცსა“ და „ფრაიბურგს“ უმასპინძლეს.
„აუგსბურგი“ უკვე წლებია ბუნდესლიგის სტაბილური წევრი გახდა, თუმცა მიმდინარე სეზონს არცთუ წარმატებით ატარებს. ამიტომაც, შინ „მაინცთან“ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მოახერხა კიდეც 3 ქულის მოპოვება. მატჩის გმირი ალფრედ ფინბოგასონი გამოდგა. ისლანდიელმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა და აუსგბურგელებმა ცოტა ამოისუნთქეს. ამჟამად 18 ქულა აქვს და სახიფათო ზონას 3 ქულითაა მოცილებული.
„მერსედეს ბენც არენაზე“ კი, უშუალო კონკურენტები „შტუტგარტი“ და „ფრაიბურგი“ დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა იძალეს. ფედერიკო ინსუასა და დანიელ დიდავის გოლებით „შვაბებმა“ თითქოს სათავისოდ შემოატრიალეს კიდეც თამაში. თუმცა, მერე მარიო გომესმა ოთხ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და საკუთარი გუნდი დააღალატა. „ფრაიმ“ კი მოპოვებული უპირატესობით უმალვე ისარგებლა და ტომას ნიდერლეხნერის გოლით ძვირფასი ქულა მოიპოვა.
„შტუტგარტი“ პლეი-აუტის ზონაშია 15 ქულით, ხოლო „ფრაიბურგი“ ბევრად მშვიდადაა, 22 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა.
„აუგსბურგი“ – „მაინცი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (8, პენ), 2:0 ფინბოგასონი (34, პენ), 3:0 ფინბოგასონი (54)
„შტუტგარტი“ – „ფრაიბურგი“ 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჰაბერერი (4), 1:1 ინსუა (75), 2:1 დიდავი (83), 2:2 ნიდერლეხნერი (90)