კალათბურთი

0:40 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 12 ქულა ბურგოსში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის აშკარა აუტსაიდერად რჩება ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტი”, რომელიც მე-19 ტურში “სან პაბლო ბურგოსს” ესტუმრა და მართალია, კარგად დაიწყო, საბოლოოდ 73:96 განადგურდა.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:15 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ბექამ 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“გიპუზკოა ბასკეტს” 3 მოგება და 16 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 10 თებერვალს, ისევ სტუმრად, ევროლიგის მონაწილე “გრან კანარიასთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113476