სხვა

1:00 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოფარიკავეთა მე-11 ადგილი მსოფლიო თასზე

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ მსოფლიო თასზე SABRE DE WOLODYJOWSKI ხმლით ფარიკაობაში გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მე-11 ადგილზე გავიდა.

ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის გუნდი 45:41 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე სულ 27 ნაკრები მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია) დაამარცხა ბელგია 45:38, კოლუმბია 45:29 და დიდი ბრიტანეთი 45:41 და წააგო რუმინეთთანა 36:45 და უკრაინასთან 39:45.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.112465