კალათბურთი

20:50 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ისევ ტრავმირებულია, ჯენინგმა 7 ქულა ჩააგდო

ტრავმირებული თორნიკე შენგელიას გარეშე მოთამაშე “ბასკონია” ესპანურ ლიგა ენდესაში “გრან კანარიას” ესტუმრა და ევროლიგაში თამაშით გადაღლილი მეტოქე იოლად დაამარცხა – 101:83.

სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგი. მან მოედანზე 23:56 წუთი გაატარა და ბასკურ გუნდს 7 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი შესძინა.
მეტმა 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ბასკონიასა” რიგებში 4 კალათბურთელი გამოირჩა: გერმანელმა იოჰანეს ვოიგტმანმა 23 ქულას 8 მოხსნა წაამატა, არგენტინელმა ლუკა ვილდოზამ 22 ქულა ჩააგდო, ამერიკელებმა შევონ შილდსმა და ჯეილენ ჯონსმა კი, შესაბამისად, 19 და 14 ქულა მიითვალეს.
ბასკონიელებმა 14 მოგება და 5 მარცხი მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს ინარჩუნებენ, მომდევნო შეხვედრას კი 10 თებერვალს, სტუმრად, მე-2 პოზიციაზე მყოფ მადრიდის “რეალთან” გამართავენ.

0.129032