სხვა

16:33 | 3.02.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ორჯონიკიძე საუკეთესოთა შორისაა  

განახლდა უნგრეთის სახელბურთო ჩემპიონატი, სადაც თამაშობს საქართველოს ნაკრების წევრი თეიმურაზ ორჯონიკიძე. პირველ მატჩში მისი გუნდი, ფერენცვაროში დამარცხდა ედერთან, 24-26, ქართველმა შუამარბმა 5 გოლი გაიტანა.

ფერენცვაროში 14 გუნდში მერვე ადგილზეა 14 ქულით, ორჯონიკიძეს კი ჩემპიონატში უკვე 42 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით კლუბში მხოლოდ უნგრეთის ნაკრების წევრს, გაბორ ანჩინსა (77) და ბენდეგუზ ბუიდოშოს (47) ჩამორჩება. ბოლო მატჩშიც საუკეთესოები 5-5 გოლით სწორედ ანჩინი, ორჯონიკიძე და გაბორ პალოში იყვნენ.

ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე, სეგედი, 17 მატჩიდან 17 მოგება აქვს, ხოლო მეორეზეა ლიგის ორგზის ფინალისტი, ვესპრემი, რომელიც სეზონში ორჯერ დამარცხდა, თუმცა, პირველ ორ ადგილზე გასული გუნდი ჩემპიონის ვინაობას პლეიოფში გაარკვევს.

ხელბურთი. უნგრეთის ეროვნული ლიგა. 1. სეგედი 17 მატჩი/34 ქულა - 2. ვესპრემი 14/24 --- 3. ტატაბანია 14/23 – 4. ჩურგოი 14/18 - 5. ბალატონფურედი 14/18 – 6. დიონდიოში 15/17 – 7. კომლოი 14/15 – 8. ფერენცვაროში 14/14 – 9. ედერი 14/10 – 10. დაბაში 14/8 – 11. ცეგლედი 14/7 – 12. ბუდაკალასი 14/6 –-- 13. მეზოკოვეშდი 15/6 – 14. ვეჩეში 13/0


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:18 | 06.09.2015
Shevche (15054)

თუ 3 მცველით ვითამაშებთ, მარცხენა ცენტრალური მცველობა დვალისთვის იდეალური პოზიციაა.
მარჯვენა ცენტრალურ მცველად კაშია და მათ შორის ბურჯი - კვირკველია.
წესით კარგი დაცვის ხაზი უნდა გამოვიდეს.

19:01 | 06.09.2015
araza-1918 (6330)

მომავალში ამისულამ თუ ვერ გაქაჩა დვალი შეცვლის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070677
სარეკლამო ადგილი - 99
X x X