ფეხბურთი

16:20 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "მიოლდეს" მფლობელმა მითხრა: "წადი, დატკბი და გთხოვ არ დაბრუნდე"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავრმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ "მიოლდეს" მფლობელის მხარდაჭერა ფანტასტიკური იყო.

"როდესაც კლუბის მფლობელს დავურეკე და ვუთხარი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმიწვია, იცით რა მითხრა? მან თქვა: "წადი, დატკბი და გთხოვ არ დაბრუნდე". ჩემი ოცნების შესახებ მან ყოველთვის იცოდა და საუკეთესო მისურვა. ასეთი მხარდაჭერა ფანტასტიკური იყო. რა თქმა უნდა, თუ დავბრუნდები "მილდეში" ამ კლუბისთვის საუკეთესოს გავაკეთებ, მაგრამ ახლა ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დავბრუნდები." - ციტირებს Goal-ი ნორვეგიელი მწვრთნელის სიტყვებს.

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იმ შემთხვევაში თუ სულშერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პარი სენ ჟერმენის" ბარიერს დაძლევს, მას კლუბი სრულფასოვან კონტრატს შესთავაზებს. ულე გუნარის გუნდში მისვლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ რვა მატჩი მოიგო და მეცხრე შეხვედრა "ბარნლისთან" ფრედ 2:2 ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060971