ფეხბურთი

22:50 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი იგუაინის თამაშით კმაყოფილია

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გონსალო იგუაინის ფიზიკური მდგომარეობს გაუმჯობესებით ბედნიერია.

"როდესაც იგუაინი შემოგვიერთდა მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იყო, ახლა კი აუმჯობესებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გოლების გარდა გონსალო ედენ აზარის ტემპს კარგად აყვა." - განაცხადა სარიმ.

გონსალო "იუვენტუსმა" "მილანში" გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ "ჩელსიში" გაანათხოვრა. "ჰადერსფილდთან" მოგებულ (5:0) შეხვედრაში იგუაინმა დუბლი შეასრულა. "არისტოკრატებს" არგენტინელის გამოსყიდვის უფლება აქვთ დატოვებული და შესაძლოა გონსალო ზაფხულში კლუბის ოფიციალური წევრი გახდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111113