ჩოგბურთი

21:40 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ინგლისში გაემგზავრა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები ეკატერინე გორგოძის, ოქსანა კალაშნიკოვას, ზოზია ქარდავას, მარიამ ბოლქვაძისა და გუნდის კაპიტნის მაკა ჩახნაშვილის შემადგენლობით ინგლისის ქალაქ ბათში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ 6-9 თებერვალს ქართველ გოგონებს ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის მატჩები ელით. საქართველოს ნაკრები ბ ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ხორვატია, თურქეთი და სერბეთი ეყოლება.
ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელები ბრძოლას ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს პლეი ოფში მოხვედრისთვის განაგრძობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061372