სხვა

16:00 | 3.02.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ჩარკვიანმა მსოფლიო თასი მე-5 ადგილზე დაასრულა

რუმინეთის დედაქალაქში გრძელდება კადეტთა შორის ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი CUPA RIPOSTA.
ბუქარესტში გოგონათა შეჯიბრი მე-5 ადგილზე დაასრულა თამარ ჩარკვიანმა. ნახევარფინალში მოსახვედრად თაკომ დაძაბულ ბრძოლაში მასპინძელთა წარმომადგენელ ემა იაკობთან 14:15 წააგო.

ბუქარესტში მიმდინარე შეჯიბრს ქართველი არბიტრი ლაშა ლოლუა ემსახურებოდა, რომელმაც დღეს ყველა ეტაპის შეხვედრა იმსაჯა და ერთერთ ნახევარფინალის გაძღოლის პატივიც ერგო.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063326