ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ლიდერ “ალ რიადის” სტუმრად 80:75 სძლია და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ვეტერანი ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ნიკოლოზმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი და საჯარიმო კი ააცილა.
ბეირუთელებს 7 მოგებითა და 4 მარცხით მე-4 ადგილი უკავიათ, მომდევნო მატჩს კი, მცირე პაუზის შემდეგ, 2 მარტს, “ბიბლოსთან” ჩაატარებენ.