ვილი ისიანის “დეტროიტ მერსი ტიტანსმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში “იანგსტონ სტეიტ პინგვინსთან” 70:72 წააგო და ჰირიზონის კონფერენციაში 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა.
საინტერესოა, რომ ქართველი კალათბურთელი გუნდის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19 წუთში 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ვილიმ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
დეტროიტელებს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი უკავიათ, მომდევნო მატჩს კი 8 თებერვალს “ნორსერნ კენტაკი ნორსთან” გამართავენ.