ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში წარუმატებელი მატჩი ჩაატარა ლუკა ბულაშვილის “კულერედომ” და თავად ქართველმა კალათბურთელმაც სავარაუდოდ ტრავმა მიიღო, რადგანაც მოედანზე მხოლოდ 1 წუთი გაატარა და ამ დროში ვერაფრის გაკეთება მოასწრო.
“კულერედომ” სტუმრად “გარბახოსასთან” 71:76 წააგო, რაც ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. ბულაშვილის გუნდს 10 მოგებითა და 5 მარცხით მე-4 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 9 თებერვალს “როსალიასთან” ჩაატარებს.
A-B ჯგუფში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორესმა”. ბურგოსელებმა “ორდიზია-ბასოას” 110:91 სძლიეს, ახალგაზრდა ქართველმა უკანახაზელმა კი 17 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ანდრონიკაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“მირაფლორესი” 9 მოგებითა და 6 მარცხით მე-7 პოზიციაზეა, მომდევნო თამაში კი 9 თებერვალს “სანტურცისთან” ელის.