ფეხბურთი

11:48 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევრამ "იუვენტუსს" საკუთარი თავი შესთავაზა

ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ "იუვენტუსს" წერილი გაუგზავნა და ტურინულ კლუბში თამაშის სურვილი გამოხატა. აღნიშნული ინფორმაცია Corriere di Torino-მ გაავრცელა.

იტალიურ კლუბს დაცვის ხაზში პრობლემები აქვს და ჯერჯერობით უცნობია სერიოზულად მოეკიდება თუ არა ევრას სამსახურს "იუვენტუსი". "ბიანკონერის" რიგებში ფრანგმა 2014-16 წლებში ითამაშა, ამ გუნდის მაისურით 82 მატჩი ჩაატარა და იტალიის ჩემპიონი სამჯერ გახდა.

ბოლოს პატრისი "ვესტ ჰემში" გასული წლის პირველ ნახევარში თამაშობდა, თუმცა კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და ზაფხულის შემდეგ თავისუფალი აგენტია.

0.121718