ფეხბურთი

11:15 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ნაპოლი" ჰამშიკის ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებს"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "სამპდორიასთან" მოგებული (3:0) იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბი მარეკ ჰამშიკის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.

"ამ დროისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს. კლუბი ჰამშიკის მიღწევებს პატივს სცემს, თუმცა თუ მას მოუნდება სხვაგან გამოსცადოს ძალები, ხელს შევუწყობთ და შევეცდებით იგი ბედნიერი იყოს. თუ ფეხბურთელი წასვლას მოინდომებს, კლუბი მას არ დააკავებს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

გავრცელებული ინფორმაციით მარეკის გადაბირება ჩინურ "დალიან იფანს" სურს, ხოლო "ნაპოლი" ტრანსფერი სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს. ჰამშიკი იტალიურ კლუბში 2007 წელს მივიდა, მას შემდეგ კი 519 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 121 გოლი და 111 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.125445