2 თებერვალს, ფრანგულ ნიცაში ანრი დელანის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება გაიმართა სადაც დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა.
გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები ოთარ გოგავა (57 კგ.), ბექა ლომთაძე (61 კგ.), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) და დავით ხუციშვილი (79 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედალს ტარზან მაისურაძე (86 კგ.) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა ლომთაძეს (57 კგ.), ზურაბ ერბოწონაშვილს (74 კგ.), მამუკა კორძაიასა (97 კგ.) და როლანდ ანდრიაძეს (125 კგ.) ხვდათ წილად.
გუნდური ჩემპიონობისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი მისივე ხელმოწერითა და მილოცვით საქართველოს ნაკრებს გადაეცა. ქართველმა მოჭიდავეებმა გუნდურ ჩათვლაში ყველას დიდი უპირატესობით აჯობეს და პირველი ადგილი დაიკავეს, მეორეზე გერმანიის ნაკრები გავიდა, მესამეზე კი - ბელარუსი.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური